ახალი ამბები
თეატრის მოღვაწეთა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე კვლავ ლევან როხვაძე გახდა
FaceBook
თეატრის მოღვაწეთა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე კვლავ ლევან როხვაძე გახდა.
დელეგატთა ყრილობაზე, "თეატრალური საზოგადოების" მოქმედ თავმჯდომარეს კონკურენტი არ ჰყოლია.

"ნეტა კი იქნებოდეს ვინმე და შეეჭიდებოდეს ამ რთულ საქმეს, თუმცა, ჯერჯერობით ვართმევ თავს და მადლობელი ვარ ყველასი კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობისთვს", -  ამბობს ლევან როხვაძე.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში თეატრალური საზოგადოების შენობის ნაწილის აღდგენას და საქმიანობის გაგრძელებას აპირებს.

ლევან როხვაძე თეატრის მოღვაწეთა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციას ბოლო 20 წელია ხელმძღვანელობს.

ორგანიზაცია გამოსცემს ჟურნალ "თეატრალურ იმერეთს" და ორგანიზებას უწევს ყოველწლიურ ფესტივალს "თეატრალური იმერეთი".

გასულ წელს ლევან როხვაძეს სპეციალური ჯილდო "ხელოვნების ქურუმი" გადაეცა.

"თეატრალური საზოგადოების" შენობა 2016 წლის 9 დეკემბერს დაიწვა.

ექსპერტიზის დასკვნით, შენობაში ხანძარი გაუმართავ ელექტროსადენებს გაუჩნდა.


ამავე თემაზე:


დამწვარი შენობების ბედი ქუთაისში

ქუთაისის მერია ქალაქის ცენტრში გაჩენილ ხანძარზე –ზარალის დათვლის შემდეგ განვიხილავთ დახმარების საკითხს

ხანძრის შედეგები - დამწვარი შენობა, განადგურებული არქივი და ინვენტარი (ფოტორეპორტაჟი)

ქონება, რომელიც ქუთაისში ხანძარმა გაანადგურა (ვიდეო)

ხანძარი ქუთაისში - ფოტორეპორტაჟი შემთხვევის ადგილიდან

"ენერგო-პრო ჯორჯიას" განმარტება ქუთაისის ცენტრში გაჩენილ ხანძარზე

ხანძრის გაჩენის პირველი წუთები (ვიდეო)



Print