ახალი ამბები
"ერთმა მეორეს ესროლა ტალახი" - შოთა მურღულია ჩინოვნიკის პირადი სტუმრების ბიუჯეტიდან შესაძლო გამასპინძლებაზე
FaceBook
ქუთაისის მერი შოთა მურღულია ქუთაისიპოსტთან საუბარში მერიის თანამშრომლის მხრიდან საბიუჯეტო თანხით  პირადი სტუმრების შესაძლო გამასპინძლებას ეხმაურება. საუბარია,  სოციალურ ქსელში  6 სექტემბერს  გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვით,  მერიის თანამშრომელი  სამართალდამცავ ორგანოებს მერიაში ერთ-ერთი ჩინოვნიკის საქმიანობით დაინტერესებისკენ მოუწოდებდა.   

"ნებისმიერი დოკუმენტი, რა თქმა უნდა, ამოვიღე და ვნახე, რომ რაიმე ხომ არ არის. ჯერ  როგორ წარმოგიდგენიათ, ადგა ვინმე თანამშრომლები დაპატიჟა სხვის ხარჯზე? ან რანაირად უნდა გაეტარებინა ან ვინ გარისკავდა ამას. ეს იყო, როგორც მე მიხვდი, რაღაც შიდა დაპირისპირება და ერთმა ადამიანმა მეორეს ესროლა ტალახი, რომელიც ძალიან მარტივად გავიდა. ვისაც უნდოდა ამის შესწავლა პრობლემა არ არის. ყველაფერში მე  დაზღვეული ვართქო ვერ გეტყვით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ მდაბიო რაღაცას, არ იკადრებდა მერიაში დასაქმებული ადამიანი. ვინმეს ვაპატიებდი, რომ წასულიყო და ბიუჯეტის ხარჯზე რაღაც გაეწია?! არავისზე ხელის დაფარებას არ ვაპირებ, ვისაც უნდა შეისწავლოს, " - განაცხადა შოთა მურღულიამ ქუთაისიპოსტის სტუდიაში.

მიდმინარე წლის 6 სექტემბერს, ქუთაისის მერიის ერთ-ერთი ჩინოვნიკი საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში მერიის პრესსამსახურის თანამშრომელმა, დავით ლიკლიკაძემ დაადანაშაულა.

სოციალურ ქსელში მის მიერ გავრცელებული პოსტის მიხედვით, მერიის ჩინოვნიკი, რომლის ვინაობასაც ლიკლიკაძემ არ დაასახელა, პირადი სტუმრების რესტორნებში კვების ხარჯებს ქალაქის ბიუჯეტიდან ანაზღაურებდა.

მერიის სამსახურის თანამშრომელი სამართალდამცავებს ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებდა და მათთან თანამშრომლობის მზადყოფნასაც გამოთქვამდა.


ამავე თემაზე:

"მზად ვარ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციებით გამოძიებას მივეხმარო" - დათო ლიკლიკაძე მერიის ჩინოვნიკზე

"ინფორმაციას არ ვფლობ" - კოტე ქავთარაძე მერიის ჩინოვნიკის მიერ, ბიუჯეტის, სავარაუდოდ, არამიზნობრივ ხარჯვაზე

Print