ახალი ამბები
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დაასრულა
FaceBook
ქუთაისის N 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში უბნებსა და კომისიაში დაწერილი საჩივრების განხილვა დაასრულა.
ბოლო ორი საჩივარი, რომლებიც "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" 24 ოქტომბერს შეიტანა, კომისიამ არ დააკმაყოფილა.

არასამთავრობო ორგანიზაცია N68-ე უბანზე შემაჯამებელი ოქმის ბეჭდის ნომრის გადაკეთებას ასაჩივრებდა, რაც მათ თქმით, დარღვევას წარმოადგენს. "საია" უბნის თავმჯდომარისა და მდივნისთვის შენიშვნის გამოცხადებას ითხოვდა, თუმცა, კომისიამ საჩივარი არ დააკმაყოფილა.

კომისიის წევრებმა ასევე, არ გაიზიარეს N 50-ე უბანზე "საიას" მიერ დაწერილი საჩივრის შინაარსი, რომლის მიხედვითაც, შემაჯამებელ ოქმში 5 ბიულეტენით მეტი იყო მითიებული, რაც საჩივრის ავტორთა თქმით, უბნის ბათილობის საფუძველს წარმოადგნდა.

კომისიის წევრებმა სხდომაზე N50-ე უბნის შემაჯამებელი ოქმი წარმოადგინეს, რომელსაც თან ახლდა შესწორების ოქმიც. შესაბამისად, მათი თქმთ, უბნის ბათილობის საფუძველი არ არსებობდა.

საერთო ჯამში, საოლქო კომისიაში სულ 42 საჩივარი შევიდა.

აქედან, კომისიამ არ დააკმაყოფილა 24, დააკმაყოფილა 11, ნაწილობრივ დააკმაყოფილა 3 და განუხილველი დატოვა 4 საჩივარი.

საჩივრების განხილვა საოქლო კომისიაში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ამავე თემაზე:

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია 26 ოქტომბერს "საიას" ორ საჩივარს განიხილავს

"თქვენ ასრულებთ ივანიშვილის დაკვეთას“ - საოლქო კომისიამ "ლეიბორისტების“ საჩივარი არ დააკმაყოფილა

ქუთაისის საოქლო კომისია „ლეიბორისტების“ საჩივარს ხმაურის ფონზე განიხილავს (ვიდეო)

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია 25 ოქტომბერს 20 საჩივარს განიხილავს

ქუთაისის საოლ
ო საარჩევნო კომისიაში დამატებით 14 საჩივარი შევიდა

ქუთაისის N 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვის პროცესი დაიწყო
Print