ახალი ამბები
ავღანეთში დაჭრილი კაპრალი გორის ჰოსპიტალში გარდაიცვალა
FaceBook
გორის სამხედრო ჰოსპიტალში ავღანეთში დაჭრილი კაპრალი რამაზ დავითაია გარდაიცვალა.
ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო ინფო9 ავრცელებს. კაპრალისგარდაცვალების შესახებ სააგენტოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა იმედა დარსალიამ განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, კაპრალი დღეს, გორის ჰოსპიტალში დაახლოებით, საათნახევრის წინ გარდაიცვალა.
დარსალიას ინფორმაციით, რამაზ დავითაია 2012 წლის 21 ივნისს, ავღანეთში სნაიპერის ტყვიით დაიჭრა და გორის ჰოსპიტალში დღემდე მკურნალობდა.
"რამაზ დავითაია მძიმედ იყო დაჭრილი. ოპერაცია გერმანიაში ჩაუტარდა, თუმცა სამწუხაროდ, დღეს გორის ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ჩვენ გარდაცვლილის ოჯახს ვუსამძიმრებთ", - განუცხადა "ინფო 9"-ს დარსალიამ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და უწყების სხვა წარმომადგენლები გორის ჰოსპიტალში იმყოფებიან.
საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის კაპრალი რამაზ დავითაია და III ქვეითი ბრიგადის კანცელარიის უფროსი, მაიორი ფრიდონ მახარაძე ჰელმანდის პროვინციაში IშAF-ის საერთაშორისო მისიაში მონაწილეობისას დაშავდნენ.
Print