ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში სტუდენტური "სტარტაპ - ბანაკი" გაიხსნა
FaceBook
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური "სტარტაპ-ბანაკი" გაიხსნა.
ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის, ქეთევან ებანოიძის თქმით, პროექტის მიზანია ახალგაზრდები, რომლებსაც საინტერესო იდეები გააჩნიათ, მოვიდნენ და ისწავლონ თუ როგორ შეიძლება იდეები აქციონ რეალურ საქმედ.

"ესტონეთში დაფუძნებლ ორგანიზაცია "გარაჟ 48" -სთან ერთად ვახორციელებთ ამ პროექტს. ეს ორგანიზაცია სტუდენტურ ჰაკათონებს ევროპის მასშტაბით მართავს. ქუთაისში გამოვლენილი საუკეთესო გუნდი დეკემბერში თიბისი ბანკის დახმარებით გაემგზავრებიან ბათუმში, სადაც ჰაკათონში ჩაერთვებიან", - ამბობს ქეთევან ებანოიძე.

"ჩემთვის როგორც ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტისთვის ამ ბანაკში ჩართვა მნიშვნელოვანია, რადგან უფრო მეტი ცოდნას მივიღებთ, თუ როგორ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი ბიზნეს იდეა, განვავითაროთ ის და შევთავაზოთ მომავალ პოტენციურ ინვესტორებს", - ამბობს სტუდენტი, ნათია ბიჭიაშვილი.

ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად უკვე დარეგისტრირდა 60-მდე მსურველი. მონაწილეები მომდევნო სამი განმავლობაში საერთაშორისო მენტორებთან ერთად ინტენსიურად იმუშავებენ.

"ესტონეთიდან ჩამოვედით და საქართველოში ესტონეთის მთავრობის დახმარებით უკვე ორი წელია ვმუშაობთ, თუმცა ქუთაისში ამ პროექტით პირველად ვართ. სტუდენტებს იდეების განვითარებისთვის ლექციები, ვორქშოპები, ინდივიდუალური და სხვადასხვა აქტივობა გვექნება კვირის ბოლომდე", - ამბობს "გარაჟ 48-ს" წარმომადგენელი, ქაი ისანთი.
Print