ახალი ამბები
ქუთაისის მერია 2018 წლის ბიუჯეტს საკრებულოს 15 ნოემბრამდე წარუდგენს
FaceBook
ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტი ქალაქის საკრებულოს მიმდინარე წლის 15 ნოემბრამდე წარედგინება.

მერიაში განმარტავენ, რომ "თვითმმართველობის კოდექსის" თანახმად, აღმასრულებელს საკანონმდებლო ორგანოსთვის ბიუჯეტის წარდგენის ვადა 15 ნოემბრამდე აქვს.

"ბიუჯეტის ფორმირებაზე მუშაობა დაწყებულია. პრიორიტეტები, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურა, სოციალური, ეკონომიკისა და განათლების საკითხებია. რაც მთავარია, ეს პრიორიტეტები განისაზღვრება ქალაქის განვითარების გეგმის მიხედვით, " -  განმარტავენ ქუთაისის მერიაში.

თუმცა, ამ დროისთვის უცნობია 2018 წლის ქუთაისის ბიუჯეტს საკრებულოს ახალი შემადგენლობა განიხილავს თუ ძველი, რადგან ეს არჩევნების მეორე ტურის თარიღის გამოცხადებაზეა დამოკიდებული.

საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებით, კანონმდებლობის მიხედვით, მერის არჩევნების მეორე ტურის გამართვის მაქსიმალური ვადა მიმდინარე წლის 15 ნოემბერია.


Print