ახალი ამბები
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია 26 ოქტომბერს "საიას" ორ საჩივარს განიხილავს
FaceBook
ქუთაისის N 59-ე საოლქო საარჩევნო კომისია, 26 ოქტომბერს ორ საჩივარს განიხილავს. როგორც  კომისიაში ამბობენ, ორივე საჩივარი "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" 24 ოქტომბერს დაარეგისტრირა.

საჩივრები არა უშუალოდ კენჭისყრის დღეს, არამედ, შემდეგ პროცედურებს ეხება.

საოლქო კომისიამ უკვე განიხილა არასამთავრობო და სადამკვირვებლო და პოლიტიკური პარტიების მიერ შედგენილი 40 საჩივარი.

25 ოქტომბერს საოქლო კომისიაში ხმაური მოჰყვა "ლეიბორისტული პარტიის" საჩივრის განხილვას, რომელიც პარტიის წარმომადგენლებმა N 87-ე უბანზე დაწერეს, რაც პროპორციული სიის ორი ზედმეტი ბიულეტენის გაცემას უკავშირდებოდა.

საოლქო კომისიამ  საჩივარი ხმათა უმრავლესობით არ დააკმაყოფილა, რასაც "ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენელთა მიერ ხმაური მოჰყვა. 

ჯამში, ქუთაისში 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე  42 საჩივარი დაიწერა.

საოლქოში საჩივრების წარდგენის ვადა უკვე ამოწურულია.






Print