ახალი ამბები
27 ოქტომბერს ქუთაისის ჯორჯ ბალანჩინის სახელობის საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი გაიხსნება
FaceBook
27-29 ოქტომბერს ქუთაისის ჯორჯ ბალანჩინის სახელობის საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალი 2017 წელს დაფუძნდა ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მიერ.

ფესტივალში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით, 15-მდე საბალეტო სტუდია მიიღებს. მოწვეულია სოლისტები იტალიიდან, ესტონეთიდან, ლატვია, გერმანია და სხვა ქვეყნებიდან.

"ფესტივალის მიზანია ქუთაისის კულტურის და ტრადიციების პოპულარიზება. პირველ რიგში მნიშვნელოვანია ქორეოგრაფიული დარგის პოპულარიზაცია", - აღნიშნავს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი ნატალი პატარიძე.

ფესტივალი 27 ოქტომბერს 18:00 საათზე გაიხსნება ქუთაისის ოპერის თეატრში.

ჯორჯ ბალანჩინის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის სპეციალური სტუმარია მსოფლიო ბალეტის ქართველი ვარსკვლავი ირმა ნიორაძე.

Print