ახალი ამბები
თერჯოლაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი აშენდება
FaceBook
თერჯოლაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შენობის მშენებლობისთვის მუნიციპალიტეტი ტენდერს აცხადებს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდიდან ირკვევა, რომ 161 545 ლარად შეფასებული ტენდერი (NAT170011853) მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს გამოცხადდა, ამ დროისთვის კი წინადადებების შერჩევა მიმდინარეობს.

თუმცა, ტენდერში მონაწილე ორი კომპანიიდან ერთ-ერთს, ამხანაგობა "ერთიანობას" ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიეცა.

თერჯოლაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შენობის მშენებლობისთვის თანხის 95% სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება, დანარჩენი კი ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებია.

თერჯოლის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, კახა კუპატაძე განმარტავს, რომ სასწრაფო დახმარების ცენტრისთვის შენობის მშენებლობა აუცილებლობითაა გამოწყეული.

"ამ დროისთვის სასწარო დახმარების ცენტრი შესახლებულია "ევექსის" შენობაში და ნამდვილად ჭირდებოდათ ახალი შენობა," - აცხადებს თერჯოლის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, კახა კუპატაძე.


Print