ახალი ამბები
ქუთაისის ოპერის თეატრის ფასადიდან აგურები ცვივა (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის ოპერის თეატრის ფასადი დაზიანებლია და აგურები ცვივა.

ოპერის თეატრში აღნიშნულ დაზიანებას უხარისხო მშენებლობით ხსნიან. მათი თქმით, არა მხოლოდ ფასადი, არამედ ოპერის თეატრის ინტერიერშიც ბევრი პრობლემაა, რადგან თავის დროზე შენობა სტანდარტების დარღვევით ააშენეს და უხარისხოდ გააკეთეს.

"ჩვენი ძალებით ვცდილობთ ამ დაზიანებების შეკეთებას. ვფიქრობთ, ქუთაისის მერიასაც ვთხოვოთ დახმარება", - აღნიშნა ოპერის თეატრის დირექტორმა, თორნიკე მარჯანიშვილმა.

საქართველოს კულტურის სამინისტროში, რომლის დაქვემდებარებაშიც ქუთაისის ოპერის თეატრი იმყოფება, აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე შენობის რეაბილიტაცია არ იგეგმება.






ფოტო: არჩილ გეგენავა
Print