ახალი ამბები
"მე მომკლა ყოფილმა ქმარმა" - ქუთაისში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა
FaceBook
"მე მომკლა ქმარმა 2014 წლის ოქტომბერში", "მე მომკლა ყოფილმა ქმარმა"- ეს წარწერები იყო გამოფენილი ქუთაისის ცენტრალურ ბაღში, ოჯახში ძალადობის შემცირების მიზნით გამართულ აქციაზე.
ღონისძიება, რომელიც "სსიპ ადამიანის ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის" ორგანიზებით ჩატარდა,
ქუთაისის ცენტრალურ ბაღში გაიმართა. ორგანიზაციამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიაწოდა ინფორმაცია ოჯახში ძალადობის პრობლემის და პრევენციის გზების შესახებ.

აქციის ორგანიზატორებმა, კიდევ ერთხელ გააჟღერეს ოჯახში ძალადობის შემცირებისთვის შექმნილი ცხელი ხაზის 116 006- ის შესახებ ინფორმაცია, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს.

"კიდევ ერთხელ მოსახლეობას შევახსენეთ, რომ ჩვენს ირგვლივ უამრავი ადამიანი განიცდის ძალადობას და სახელმწიფო მათ მიმართ გამოხატავს თანადგომას და მათ თავი დაუცველად არ იგრძნონ", - ამბობს ჩვენთან საუბარში ქუთაისის ოჯახში ძლადობის, მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების უფროსი, თამარ კეპულაძე.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში ოჯახში ძალადობის შესახებ ცხელ ხაზზე შეტყობინებები აქტიურად შედის, თუმცა, მისი თქმით, მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია აღნიშნულ პრობლემას ვერ მოაგვარებს. აქციაზე, რომლის ერთ-ერთი მხარდამჭერი ქუთაისის მერია იყო ოჯახში შემცირების პროექტის ფარგლებში საინფორმაციო ბუკლეტები დარიგდა. 

Print