ახალი ამბები
სტიქიის შედეგად დაზარალებული სკოლები ქუთაისში (ფოტო)
FaceBook

ქუთაისის #32 საჯარო სკოლას, რომელიც 16 ოქტომბერს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა, სარებილიტაციო სამუშაობი უნდა ჩაუტარდეს.

სტიქიის შედეგად ადიდებულმა მდინარე ოღასკურამ სკოლის ეზო მთლიანად დატბორა  და  სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა. სასწავლო დაწესებულებაში ეზოში აიყარა ბეტონის საფარი, ხოლო სკოლის უკანა მხარეს წყალი დღემდე არის და იქ გადაადგილება ამ დრომდე შეუძლებელია.


ქუთაისის #32 საჯარო სკოლის უკანა ეზო

სკოლის დირექტორის თქმით, მოვარდნილმა წყალმა მხოლოდ ეზოს ტერიტორია დატბორა და ის შენობის პირველ სართულზე არ შესულა. თუმცა, დაზიანდა გათბობის სისტემის ერთ-ერთი დეტალი.

"დაზიანდა ძრავი, რომელიც გათბობას ამუშავებს, ამას ჩვენი ხარჯებით შევაკეთებთ, ასევე ვერ გავაკეთებთ აყრილი ბეტონის საფარს. მერიის სახელზე მაქვს განცხადება დაწერილი. ფაქტია, აქ გადადგილება ბავშვებს უჭირთ", - ამბობს ქუთაისის #32 საჯარო სკოლის დირექტორი, ჯეირან ყურაშვილი.


ქუთაისის #32 საჯარო სკოლის ეზო, სადაც ინერტული მასალაა დაყრილი

ამ სკოლოს გარდა, ასევე, დაზიანდა ქუთაისის #36–ე  საჯარო სკოლაც, კერძოდ,  წყალი ქიმიის კაბინეტში  ჩავიდა.

სკოლის დირექტორის თქმით, მას ოთახის შეკეთებაზე განცხადება არ დაუწერია, რადგან #36 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია რამდენიმე თვეში ჩაუტარდება.

"ჩვენი სკოლა არის მილენიუმის პროექტის მონაწილე ამიტომ სადღაც ორ თვეში აქ ჩატარდება სრული რემონტი, ამიტომ ახლა ცალკე ქიმიის კაბინეტის შეკეთება ზედემტი ხარჯია. ზიანიც არაფერია, არც მერხები დაუსველებია და არც იატაკი", - ამბობს ქუთაისი #36 საჯარო სკოლის დირექტორი, თენგიზ თაბუკაშვილი.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისში სტიქიის შედეგად დაზარალებული სკოლების შეკეთება უახლოეს მომავალში მოხდება.

"ის სკოლები, რომლებიც წყლის შევარდნის შედეგად დაზარალადნენ შისწავლა სპეციალურად შექმნილმა კომისიამ. ახლა მიმდინარეობს მსჯელობა რომელ სკოლაში ჩატარდება პირველი სარებილიტაციო სამუშაოები", - განმარტავენ განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტში.


ქუთაისში მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს მოსული უხვი ნალექის შედეგად მდინარე ოღასკურა ადიდდა და 5 სკოლა დატბორა. პრობლემები, განსაკუთრებით, ავტოქარხნის ტერიტორიაზე მდებარე სკოლებს #14, #24-ე, #32-ე და #35-ე სკოლას შეექმნა. აქედან, სასწავლო პროცესი #36-ე სკოლაში შეწყდა. #32-ე და #35-ე სკოლებიდან კი, ბავშვების ევაკუაცია განხორციელდა.

16 ოქტომბერს მოსული უხვი ნალექის შედეგად იმერეთის მუნიციპალიტეტს 8 მილიონი ლარის ზარალი მიადგა.


ამავე თემაზე:


მდინარე ოღასკურას ადიდების გამო, ბუხაიძის ქუჩაზე მოძრობა გადაკეტილია (ფოტო)

კალაპოტიდან გადმოსული მდინარე ოღასკურა ქუთაისში (ვიდეო)

"ქუჩის კანალიზაციის წყლები სარდაფში ჩადის" - ქუთაისში მოსახლოება დახმარებას ითხოვს

ქუთაისის დატბორილი ქუჩები (ვიდეო)

 

Print