ახალი ამბები
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია 25 ოქტომბერს 20 საჩივარს განიხილავს
FaceBook
ქუთაისის N59-ე საოლქო საარჩევნო კომისია 25 ოქტომბერს კიდევ 20 საჩივარს განიხილავს.
ამით საოლქო კომისია საჩივრების განხილვას დაასრულებს.

როგორც კომისიაში ამბობენ, საჩივრების უმრავლესობა კენჭისყრის დროს გამოვლენილ პროცედურულ დარღვევეს ეხება, რაც არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.

საოლქო კომისიამ 23 ოქტომბერს უკვე განიხილა 20 საჩივარი, დანარჩენი საჩივრების განხილვა კი მათი რაოდენობის გამო 25 ოქტომბერს ჩაინიშნა.

"მიმდინარეობს 23 ოქტომბერს შემოსული საჩივრების  დახარისხება და მათი განხილვა 25-ში მოხდება",-  განმარტავენ საოლქოში.

ჯამში, დამკვირვებლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა არჩვნების დღეს 40 საჩივარი დაწერეს.
Print