ახალი ამბები
ავტოსაგზაო შემთხვევა ხაშურის მაგისტრალზე - "ჩიხურას" მიკროავტობუსი ამოტრიალდა
FaceBook
ხაშურის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. საჩხერის "ჩიხურას" მიკროავტობუსი გზის სავალი  ნაწილიდან გადავიდა და ამოყირავდა. მიკროავტობუსში "ჩიხურას" ფეხბურთელები იმყოფებოდნენ, მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. მხოლოდ გუნდის კაპიტანი, შოთა კაშია დაშავდა შედარებით მძიმედ, მას ლავიწის ძვალი გაუტყდა.

კაშიას ოპერაცია კლინიკაში გადაყვანისთანავე გაუკეთეს, როგორც კლუბის ოფიციალური გვერდი იტყობინება, მისი მდგომარეობა სტაბილურია და გუნდის კაპიტანი სრულ რეაბილიტაციას რამდენიმე თვეში დაასრულებს.

ფეხბურთელები ბათუმის "დინამოსთან" მატჩის შემდეგ თბილისში ბრუნდებოდნენ. აღნიშნული მატჩი "ჩიხურამ" 2:1 მოიგო.


ბაქარ ლიკლიკაძე



Print