ახალი ამბები
ქუთაისის "ტორპედომ" თბილისის "ლოკომოტივი" დაამარცხა
FaceBook
ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მატჩში ქუთაისის "ტორპედომ" თბილისის "ლოკომოტივს" უმასპინძლა. ნამდვილი საფეხბურთო გარემო, რომელსაც მხოლოდ გულშემატკივრები აკლდა, ძალიან დაძაბული და დრამატული აღმოჩნდა. მატჩის მე-9 წუთზე "ლოკომოტივი" დაწინაურდა.

გოლი სიხარულიძის ანგარიშზეა. მასპინძლება გათანაბრება მეორე ტაიმის დასაწყისში მოახერხეს, კაპანაძემ ანგარიში 1:1 გახადა. მალევე არეულობით ისარგებლა "ლოკომოტივმა" და ისევ დაწინაურდა. ამჯერად თბილისური კლუბი გოროზიამ დააწინაურა.

"ტორპედო" ამის შემდეგ საგრძნობლად გააქტიურდა, თუმცა, თევდორაძე შეუდარებელი იყო. მასპინძლებმა გათანაბრება მატჩის 73-ე წუთზე შესძლეს.
ბაბუნაშვილის საჯარიმო დარტყმით ანგარიში 2:2 გახდა.

მატჩის მიწურულს მასპინძლების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო, კაპანაძემ დუბლი გაიფორმა და "ტორპედო" დააწინაურა. ანგარიში 3:2 გახდა. ამის შემდეგაც არ მოდუნებულან ქუთაისელები და მსაჯის მიერ კომპესირებულ დროში კუხიანიძემ "ლოკომოტივის" კარში მეოთხე გოლიც გაიტანა.

"ტორპედომ" ამ მოგებით 64 ქულა დააგროვა და ლიდერ "დინამოსთან" ამ ეტაპისათვის 2 ქულამდე შეამცირა სხვაობა.


ბაქარ ლიკლიკაძე


Print