ახალი ამბები
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში დამატებით 14 საჩივარი შევიდა
FaceBook
ქუთაისის N 59-საოლქო საარჩევნო კომისიაში 23 ოქტომბერს კიდევ 14 საჩივარი შევიდა.
საარჩევნო ადმინისტრაციის სახელზე 13 საჩივარი დაწერა არასამთავრობო ორგანიზაცია " საიამ", ხოლო 1 საჩივარი "სამართლიანმა არჩევნებმა" შეიტანა.
ჯამში, ქუთაისის N 59-საოლქო საარჩევნო კომისიაში 34 საჩივარია შესული.

საოლქოში საჩივრების განხილვა უკვე დაიწყო. საოლქომ დღეს 18 საჩივარი უნდა განიხილოს.  ორი საჩივარს საოქლო არ განიხილავს, რადგან მათი თქმით, დარღვეულია საჩივრის შედგენის წესი.

დღეს,  23 ოქტომბერს უკვე ამოიწურა საჩივრების შეტანის ვადა ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში.   

Print