ახალი ამბები
ქუთაისის N 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვის პროცესი დაიწყო
FaceBook
ქუთაისის N 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვის პროცესი დაიწყო.
საარჩევნო ადმინისტრაციამ დღეს 18 საჩივარი უნდა განიხილოს.

საოლქო კომისიაში 21-22 ოქტომბერს დამკვირვებლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჯამში 20 საჩივარია შტანილი, თუმცა, ორი მათგანი საჩივრის შედგენის წესების დარღვევის გამო საოლქო კომისიამ განუხილველად დატოვა.

როგორც საოლქო კომისიაში აცხადებენ, საჩივრების აბსოლუტური უმრავლესობა კენჭისყრის დროს პროცედურულ დარღვევებს ეხება.  


საოქლო კომისიამ საჩივრები ორი დღის ვადაში უნდა განიხილოს.




Print