ახალი ამბები
"ამ არჩევნებში გაიმარჯვა ფულმა" - "შენების მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატი
FaceBook
"შენების მოძრაობის" ქუთაისის  მერობის  კანდიდატმა არჩევნების შედეგები შეაჯამა. ალუდა გოგლიჩიძის თქმით, ამ არჩევნებზე გაიმარჯვა ფულმა, ძალაუფლებამ და დამარცხდა თავისუფლება და თვითმმართველობა. გოგლიჩიძე ფიქრობს,რომ ქუთაისში სწორად უნდა დაიწყოს შენება და განხორციელდეს ის გეგმები,რაც ქონდათ.

"ამ არჩევნებში გაიმარჯვა ფულმა. ჩვენ უარს ვამბობთ ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც თავისუფალი სიტყვის გამოხატვა გმირობა იქნება. "შენები მოძრაობა" გააგრძელებს ადრეული განგაშის საპილოტე პროექტს, რომელიც შეეხება ცხელი ხაზის ამოქმედებას იმ ადამიანებისთვის, ვინც თვითმმართველობებში პოლიტიკურ ზეწოლას განიცდიან,"- განმარტა გოგლიჩიძემ.

მან მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს,ვინც შენების მოძრაობას ნდობა გამოუცხადა.

ცესკოს მონაცემების მიხედვით, ალუდა გოგლიჩიძემ ხმების 1. 16 % მიიღო.    ყველაზე მეტი ხმა "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდტამა გიორგი ჭიღვარიამ 48. 66 პროცენტი, მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის"  მერობის კანდიდატს  გრიგოლ ვაშაძეს ხმების 27. 03 პროცენტი ერგო. 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდა.
Print