ახალი ამბები
ქუთაისის N59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში 20 საჩივარი შევიდა
FaceBook
ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში  კენჭისყრის დღეს 20 საჩივარი შევიდა.  

საჩივრების უმეტესობა პროცედურულ დარღვევებს ეხება. მათი განხილვა კომისიაში დღეს, 23 ოქტობრეს დასრულდება. 

საარჩევნო უბნებზე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლებმა ასევე, პოლიტიკური პარტიებიდან წარდგენილმა წევრებმა დაწერეს.  

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდა, ქალაქში სულ 124 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, სადაც 152 561 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. აქედან საკუთარი არჩევანი 54 000-მა ადამიანმა დააფიქსირა. 




Print