ახალი ამბები
სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში ქარს პროგნოზირებენ
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.
სინოპტიკოსების ვარაუდით, დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი 24-25 ოქტომბერსაც შენარჩუნდება და ტემპერატურა 27 გრადუსამდე გათბება.

"მოიმატებს მკვეთრად ტემპერატურა, თუმცა,  24 ოქტომბრიდან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც შენარჩუნდება 25 ოქტომბერსაც", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

მისი თქმით, დასავლეთ საქართველოში 26 ოქტომბრიდან კვლავ არამდგრადი ამინდები და ნალექია მოსალოდნელია, თუმცა 28 ოქტომბრიდან გამოიდარებას პროგნოზირებენ.




Print