ახალი ამბები
"აუცილებლად გავიმარჯვებთ" - გიორგი ჭიღვარია
FaceBook
"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია, რომელმაც ამ დროის მონაცემებით, ხმების 48,75 პროცენტი მიიღო, მეორე ტურში გამარჯვებას პროგნოზირებს.
"პროპორციული სიით ცხრა და ათივე მაჟორიტარი გავიყვანეთ. ჯერ არ დადასტურებულა მეორე ტურში შევდივართ თუ არა, თუმცა, თუ შევალთ ჩვენთვის პრობლემა არ იქნება, აუცილებლად გავიმარჯვებთ, ჩვენ ვართ ის გუნდი რომელიც იბრძოლებს სამართლიანად,"- ამბობს  გიორგი ჭიღვარია.

ქუთაისის 124 საარჩევნო უბნიდან, ამ დროისთვის 121 დათვლილია, რომლის მიხედვითაც "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს, გიორგი ჭიღვარია ხმების 48,56% აქვს, მეორე ადგილზე კი "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე გადის, რომელსაც ამ დროისთვის ხმების 27,05% აქვს მიღებული.

არჩევნების მეორე ტური მიმდინარე წლის 15 ნოემბრამდე უნდა ჩატარდეს.  მეორე ტური, სავარაუდოდ, საქართველოს 6 ქალაქში გაიმართება. ესენია: ქუთაისის, ყაზბეგი, ბორჯომი, ხაშური, ოზურგეთ, მარტვილი.


Print