ახალი ამბები
წინასწარი მონაცემებით, ქუთაისის საკრებულოში შესული მაჟორიტარები
FaceBook
ცესკოს პირველადი შედეგებით, ქუთაისის საკრებულოში მაჟორიტარული სიით გასული ყველა კანდიდატი "ქართული ოცნებიდანაა".

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები არიან:

ავტოქარხანა-მერაბ კვიცარიძე - 41.04%

ძელქვიანი-ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი -51.09%

კახიანოური-ელეონორა არჩაია -49.75%

საფიჩხია-მარეხი ნიჟარაძე -54.34%

ვაკისუბანი-მამუკა რიჟამაძე - 50.94%

გამარჯვება-ირაკლი შენგელია -53.56%

უქიმერიონი-ამირან კოპალეიშვილი - 56.61%

ავტომშენებელი-იმედა საღინაძე - 44.11%

ქალაქ-მუზეუმი-გიორგი ჭიშვილი - 53.05%

ნიკეა-კახა ბოჭორიშვილი -45.65%

რაც შეეხება ქალაქის მერს, ქუთაისის 124 უბნიდან უკვე დათვლილია 121 უბანი და მიღებული ხმების  რაოდენობით "ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგი ჭიღვარია 48.61%-ით  ლიდერობს, თუმცა, მან ჯერჯერობით 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქუთაისში,  შესაძლოა, მერის არჩევნების მეორე ტური დაინიშნოს.

ქუთაისთან ერთად, მეორე ტურის დანიშვნის ალბათობა კიდევ 5 ქალაქში არსებობს.

ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, მეორე ტურის ჩატარების მაქსიმალური ვადა მიმდინარე წლს 15 ნოემბერია.
Print