ახალი ამბები
მეორე ტური მიმდინარე წლის 15 ნოემბრამდე უნდა ჩატარდეს
FaceBook
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, მეორე ტურის დანიშვნის უკიდურესი ვადა 15 ნოემბერია. მისი თქმით, საოლქო კომისიები საბოლოო შედეგებს არჩევნებიდან არაუგვიანეს მე-11 დღეს აჯამებენ, რის შემდეგაც დაინიშნება არჩევნების მეორე ტური.

კანონმდებლობით მეორე ტური არჩვენების დღიდან არაუგვიანეს 25- ე დღეს უნდა გაიმართოს, თუმცა, თამარ ჟვანიას განცხადებით, თუ საარჩევნო დავები ან სხვა პრობლემები არ შეიქმნა, უკიდურესი ვადის გამოყენება საჭირო არ იქნება.

არჩევნების მეორე ტური, სავარაუდოდ,  საქართველოს 6 ქალაქში გაიმართება. ესენია: ქუთაისის, ყაზბეგი, ბორჯომი, ხაშური, ოზურგეთ, მარტვილი.

ქუთაისში, ცესკოს წინასწარი მონაცემებით 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატმა, გიორგი ჭიღვარიამ. მან ხმების 48.65% მიიღო.   

მეორე ტურის გამართვის შემთხვევაში, ქუთაისში მერობისთვის ჭიღვარიასთან ერთად "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე იბრძოლებს, რომელმაც წინასწარი მონაცემებით ხმების 27.05% მიიღო.

ცესკოს წინასწარი შედეგებით, ქუთაისის 6 ოლქში მმართველი პარტიის კანდიდატები ლიდერობენ.

Print