ახალი ამბები
"ვფიქრობ, რომ იქნება მეორე ტური" - ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
FaceBook
"კიდევ დავაზუსტებთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ იქნება მეორე ტური",  - განაცხადა ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.

ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, მონაცემების გადამოწმება გრძელდება. ის ამბობს, რომ ამ დროისთვის ყველა შემაჯამებელი ოქმი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ატვირთულია, რაც იმას ნიშნავს, რომ წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია.

"თუმცა, დავიწყებთ იმ მონაცემების გადამოწმებას, რომელიც შეყვანილია ოქმებში, რათა არ დავუშვათ რაიმე უზუსტობა, რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის მიმართ," - ამბობს ავთანდილ ოსეფაიშვილი.

#59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ქუთაისის ათივე მაჟორიტარულ ოლქში გარმაჯვებული "ქართული ოცნების" კანდიდატია, ხოლო პარტიული სიისა პირველ სამეულში არის "ქართული ოცნება", ენმ და "ევროპული საქართველო".

რაც შეეხება, საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულ საჩივრებს, ოსეფაიშვილის განმარტებით, მათ მიმდინარე წლის 23 და 24 ნოემბერს განიხილავენ.

"ზოგიერთი მათგანი შემოვიდა 21 ოქტომბერს, ნაწილის კი 22-ში. ორდღიანი ვადა გვაქვს მათ განსახილველად. რაიმე განსაკუთრებულ გავლენას არჩვენების შედგეებს ვერ მოახდენს, რადგან დარღვევა არ ყოფილა. არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. მიხარია, რომ ქუთაისში მაღალი პოლიტიკური კულტურა აღმოაჩნდა მამომრჩეველს და პოლიტიკურ სუბიექტებს," - აცხადებს ავთანდილ ოსეფაიშვილი.

#59 საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცმებით, ქუთაისში არჩევნებში მონაწილეობა 53 900-ზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო ამომრჩევლების 35%-ია.




Print