ახალი ამბები
"ასეთი შედეგები, გამორიცხული იყო მიგვეღო გაყალბების გარეშე" - გოგი წულაია
FaceBook
"საარჩევნო ბლოკი "დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა, დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველო" - ს ქუთაისის მერობის კანდიდატი, გოგი წულაიამარჩევნების შედეგები ქუთაისის N59 საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან გააპროტესტა.

მისი თქმით,  არჩევნები გაყალბდა და შედეგები არ არის ობიექტური.

"ვინც მხვდებოდა ყველა მცნობდა და მხარს მიჭერდა. ასეთი შედეგები, გამორიცხული იყო მიგვეღო გაყალბების გარეშე," - ამბობს წულაია.

გოგი წულაიამ, ცესკოს ბოლო მონაცემებით  ხმების 7,65% მიიღო. 

124 უბნიდან 120 დათვლილია, რომლის მიხედვითაც "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს, გიორგი ჭიღვარია ხმების 48,56% აქვს, მეორე ადგილზე კი "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე გადის, რომელსაც ამ დროისთვის ხმების 27,05% აქვს მიღებული.
Print