ახალი ამბები
საქართველოს 6 ქალაქი, სადაც სავარაუდოდ, არჩევნების მეორე ტური გაიმართება
FaceBook
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამ დროის მონაცემებით, შესაძლოა მეორე ტური საქართველოს 6 ქალაქში გაიმართოს.

ესენია: ქუთაისი, ყაზბეგი, ბორჯომი, ხაშური, ოზურგეთი და მარტვილი.

ქუთაისში
ამ დროისთვის 124 უბნიდან 120 დათვლილია, რომლის მიხედვითაც "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს, გიორგი ჭიღვარია ხმების 48,56% აქვს, მეორე ადგილზე კი "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე გადის, რომელსაც ამ დროისთვის ხმების 27,05% აქვს მიღებული.

საარჩვენო ადმინისტრაციის მონაცემების მიხედვით, მეორე ტური შესაძლოა გაიმართოს ყაზბეგში, სადაც მმართველი გუნდის კანდიდატს, ალექსანდრე ზაგაშვილს აქვს 44,61%, ბლოკ "დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს" კანდიდატს სანდრო ყამარაულს - 26,88%.

ბორჯომში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს, ლევან ლიპარტიას 48,56% აქვს, მეორე ადგილზე გასულ "პატიოტთა ალიანსის" მერობის კანდიდატს, ზაზა ჩაჩანიძეს კი - 39,75% აქვს მიღებული.

ხაშურის "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს, გიორგი გურასპაშვილს 40,92% აქვს, სავარაუდოდ მეორე ტურში ის დამოუკიდებელ კანდიდატს, რამაზ ნოზაძეს დაუპირისპირდება, რომელსაც ხმების 18,73% აქვს.

ასევე, მმართველი გუნდის და დამოუკიდებელი დეპუტატი იბრძოლებს ოზურგეთის მერობისთვის. "ოცნების" კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ ხმების 44,03%, ხოლო კონსტანტინე შარაშენიძემ - 40,82% მიიღო.

მარტვილში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს, ალექსანდრე გრიგალავა 47,81%, მეორე ადგილზე გასულ "ენმ"-ს მერობის კანდიდატს,მამუკა დანელიას - 36,23% აქვს მიღებული.


Print