ახალი ამბები
ქუთაისში 6 მაჟორიტარული ოლქის შედეგები ცნობილია
FaceBook
ქუთაისში 10 მაჟორიტარული ოლქიდან ჯერჯერობით  6–ია დათვლილი.

ავტოქარხნის ოლქში 45.53%–ით "ქართული ოცნების კანდიდატი" მერაბ კვიცარიძე ლიდერობს. 29.38% აქვს მერაბ მეშველიანს "ევროპული საქართველოდან".

მმართველი გუნდის კანდიდატი ლიდერობს ავტომშენებლის ოლქშიც. აქ იმედა საღინაძემ ხმების 43.43% მიიღო, ხოლო მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, გაგა მანაგაძე 35.72%–ით გავიდა.

"ქართული ოცნება" ლიდერობს გამარჯვების ოლქშიც. აქ ირაკლი შენდეგლიამ ხმების 49.26% მიიღო, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა, ლაშა შალამბერიძემ 24.35%.

უქიმერიონის ოლქში მმართველი გუნდის კანდიდატმა ამირან კოპალეიშვილმა ხმების 60.34% დააგროვა, ხოლო 18.9 8% "ნაციონლური მოძრაობის" კანდიდატმა, მამუკა ირემაძემ მიიღო.

წინასწარი შედეგებით 52.29%–ით ლიდერობს "ქართული ოცნების" კანდიდატი, გიორგი ჭიშვილი ქალაქ–მუზეუმის ოლქშიც. მეორე ადგილზე კი ნიკოლოზ ნარსია 19.7%–ით გავიდა.

ბოლო უბანი, რომელიც ცესკომ ამ ეტაპზე დაითვალა არის საფიჩხია, სადაც "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა, მარეხი ნიჟარაძემ ხმების 52.26% მიიღო, ხოლო მეორე ადგილზე აქაც "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, გია უკლებაა 25.67%–ით.

რაც შეეხება მერობის კანდიდატებს, ქუთაისში 124 უბნიდან ამ ეტაპზე დათვლილი 106 უბნის მონაცემების მიხედვით გიორგი ჭიღვარია ლიდერობს.

წინასწარი შედეგების მიხედვით გიორგი ჭიღვარიამ  მიღებული ხმების 47.99% დააგროვა, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 27.29%. მესამე ადგილზეა დავით გოგისვანიძე 10.3%–ით.

ჯამში ცესკომ 3644 უნიდან უკვე 2320 +5 უბანზე უკვე დათვალა.

ქვეყნის მასშტაბით პარტიული შედეგების მიხედვით ხმების 56.11% "ქართულმა ოცნებამ" დააგროვა. მეორე და მესამე ადგილებს კი "ნაციონალური მოძრაობა" 16.75%–ით და "ევროპული საქართველო" 10.32% –ით იყოფენ.




Print