ახალი ამბები
"ოცნების" ფერებში განათებული ქუთაისის მერიის შენობა (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობა "ქართული ოცნების" ფერებში გაანათეს.


მერიაში განმარტავენ, რომ შენობის ფასადზე ჩვეულებრივი ნათურები ეკონათურებით ჩანაცვლდა.

"რამდენიმე დღეა ჩანაცვლდა და ეს პროცესი მთელს ქალაქში ეტაპობრივად მიმდინარეობს," - განაცხადეს ქუთაისის მერიაში.

21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ხმის მიცემის პროცედურები 8 საათისთვის დასრულდა.

ქუთაისის 124-ვე საარჩევნო უბანზე, სადაც 152 561 ამომრჩეველია რეგისტრირებული, საკუთარი არჩევანი 54 000-მდე ამომრჩეველმა გააკეთა, რაც საერთო ამომრჩევლის 35%-ია.

"ედისონ რისერჩის" ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, ქუთაისში "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატმა, გიორგი ჭიღვარიამ ამომრჩეველთა ხმების 53 %, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი 25 % მიიღო.








Print