ახალი ამბები
ქუთაისში საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა
FaceBook
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემის პროცედურა 20:00 საათზე დასრულდა.
ქუთაისში გახსნილი 124-ვე  საარჩევნო უბნები ამ დროისთვის დახურულია. ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება კანონმდებლობით 8 საათამდე ჰქონდა.

ამასთან, "საარჩევნო კოდექსის" გათვალისწინებით, 8 საათის შემდეგ ხმის მიცემა რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა გვარებსა და სახელებს, მათ რაოდენობას აცნობებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში აღნიშნავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა რაოდენობას.

ქუთაისში რეგისტრირებული 152 561 ამომრჩევლიდან საკუტარი არჩევანი  54 000-მა ამომრჩეველმა დააფიქსირაა, რაც საერთო ამომრჩევლის 35 პროცენტია.



Print