ახალი ამბები
"ედისონ რისერჩის" ეგზიტპოლის შედეგებით გიორგი ჭიღვარიამ ხმების 53 %, გრიგოლ ვაშაძემ 25% მიიღო
FaceBook
"ედისონ რისერჩის" ეგზიტპოლის შედეგების  მიხედვით, ქუთაისში "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი, გიორგი ჭიღვარია ლიდერობს.

ჭიღვარიამ ეგზიტპოლის შედეგებით ამომრჩეველთა 53 % მიიღო.

მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე 25 % - ით გავიდა.

რაც შეეხება პარტიულ შედეგებს, 58 %-ით პირველ ადგილზე "ქართული ოცნებაა" , ხოლო მეორე ადგილზე 16% ით "ნაციონალური მოძრაობა" იმყოფება.

"ედისონ რისერჩის" წარმომადგენლების თქმით, ეგზიტპოლის შედეგებში ცდომილება 3 % - ია.

ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების პირველად შედეგებს 21 საათზე გამოაქვეყნებს.


Print