ახალი ამბები
ქუთაისის მერიის დაქვემდებარებულ ააიპ-ებში ატესტაცია და კონკურსები დაიწყება
FaceBook
ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას განცხადებით მერიის დაქვემდებარებულ ააიპ-ებში რეორგანიზაცია დაიწყება.
მისივე ინფორმციით, აღნიშნულ საკითხზე საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ და ააიპ-ებში ატესტაციისა და კონკურსების ჩატარების წესები შემდგომი კონსულტაციების შედეგად გადაწყდება.
"ეს იქნება ისეთივე გამჭვირვალე და ღია, როგორც მერიასა და საკრებულოში ჩატარდა. ვეცდები, რომ ერთი ეტაპი იყოს გარე ტესტირება. არც ერთი კვალიფიციური კადრი არ დატოვებს ადგილს," - განაცხადა შოთა მურღულიამ.
ააიპ-ებში კონკურსი ეტაპობრივად განხორციელდება. ქალაქის მერი არ გამორცხავს, რომ ზაფხულის პერიოდში რეორგანიზაცია რამდენიმე ააიპ-ში განხორციელდეს.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ კონკურსი ააი-პების ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეეხებათ, ხოლო პედაგოგებს, სპორტისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები აღნიშნულ კონკურსს არ გაივლიან.
შოთა მურღულიას განცხადებით, კონკურსი ქუთაისის ბაგა-ბაღების ფილიალების გამგეებსაც შეეხებათ.
დეა მანაგაძე

Print