ახალი ამბები
ქუთაისში მოქალაქეს მარკირების გამო ხმის მიცემის უფლება არ მისცეს
FaceBook
ქუთაისის მე-100-ე საარჩევნო უბანზე მცირე ინციდენტი მოხდა.
ხმის მისაცემად მისულ მოქალაქეს განუცხადეს, რომ ხელზე მარკირება ჰქონდა. ამომრჩეველი ირწმუნება, რომ მას ხმა არ მიუცია და ვითარებაში გასარკვევად იგი უბნიდან 59-ე საოლქო კომისიაში გაუშვეს.

რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ამომრჩეველსა და კომისიის წევრებს შორის.

საოლქო კომისიაშიც მან იგივე პასუხი მიიღო. მოქალაქე ექსპერტიზაზე შემოწმებას და ხმის უფლებას ითხოვდა, თუმცა, მას ამის საშუალება არ მიეცა.

ქუთაისში სულ 124 საარჩევნო უბანია, სადაც 152 561 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 15: 00 საათის მონაცემებით ქალაქში საკუთარი არჩევანი 35 904 ადამიანმა დააფიქსირა, რაც საერთო ამომრჩევლის 23. 53 პროცენტია.
Print