ახალი ამბები
ქუთაისში 17:00 საათისთვის 43 493-მა ადამიანმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
FaceBook
ქუთაისში რეგისტრირებული 152 561 ამომრჩევლიდან 17:00 საათის მონაცემებით  არჩევანი  43  493 ადამიანმა დააფიქსირა. რაც საერთო ამომრჩევლის 28,51პროცნეტია.
ქუთაისის #59-ე საოქლო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილი განმარტებით, ეს მაჩვენებელი 8 000-ით აღემატება 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამ პერიოდში მისულ ამომრჩეველთა რაოდენობას და 12 000-ით ჩამორჩება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებულ აქტივობას.

რაც შეეხება, საჩივრებს, ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, ამ დროისთვის ოლქში 9 საჩივარი  შევიდა, რომელიც ძირითადად  პროცედურულ დარღვევებს უკავშირდება. 

"ვადებში განხილულ იქნება  ყველა ეს საჩივარი",  - ამბობს ავთანდილ ოსეფაიშვილი. ამ  საჩივრების მიხედვით, თუ რა პასუხიმგებლობა შეიძლება დადგეს, ოსეფაიშვილი ამბობს, რომ შესაზლოა კომისიის წევრები ხელფასის დაკავების 


ქუთაისში მერობისთვის რვა კანდიდატი იბრძვის. 

Print