ახალი ამბები
ქუთაისში 15:00 საათისთვის არჩევნებში 35 904 - მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა
FaceBook
ქუთაისის N59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის ინფორმაციით, 15:00 საათისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი  35 904 ადამიანმა დააფიქსირა, რაც საერთო ამომრჩევლის 23. 53 პროცენტია.

ავთანდილ ოსეფაიშვილის განმარტებით, ეს მაჩვენებელი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დღის ამ მონაკვეთში დაფიქსირებული ამომრჩევლების აქტიურობასთან შედრებით მეტია. თუმცა, ჩამორჩება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირებულ მონაცემებს.

რაც შეეხება, საჩივრებს, ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით,  ამ დროისთვის უკვე 8 საჩივარი ოლქში შესული. 

ქუთაისში სულ 124 საარჩევნო უბანია, სადაც 152 561 ამომრჩეველია რეგისტრირებული.


Print