ახალი ამბები
"ხმა მივეცი დაწყებული პროექტების დასრულებას" - შოთა მურღულია
FaceBook
ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ №15-ე საარჩევნო უბანში თავისი არჩევანი დააფიქსირა.
მან ასევე, მოქალაქეებს აქტიურობისა და საკუთარი არჩევანის დაფიქსირებისკენ მოუწოდა.

"ხმა მივეცი ქუთაისის განვითარებას, დაწყებული პროექტების დასრულებას. დარწმუნებული ვარ, ქუთაისი ხვალ იქნება უკეთესი, ვიდრე დღეს არის", - განმარტა ქალაქის მერმა.

ქუთაისში, სულ 124 საარჩევნო უბანია, სადაც 152 561 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

Print