ახალი ამბები
"ფიქსირდება ხელისუფლების წარმომადგენლებისა და კრიმინალების ერთობლივი ზეწოლა ამომრჩევლებზე" - გრიგოლ ვაშაძე
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა  ბრიფინგი გამართა. გრიგოლ ვაშაძემ დარღვევებზე ისაუბრა და კონკრეტული მაგალითები დაასახელა.
"რაც დღეს ქუთაისში ხდება, ეს არის ხელისუფლებისა და კრიმინალების მიერ ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაცია, რასაც არაფერი საერთო არ აქვს არჩევნებთან. ტოტალურ მოსყიდვებსა და დაშინებებს თან დაერთო კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე კანონის უხეში დარღვევები.

მაგალითად, ქუათაისის 41 საარჩევნო უბანზე იდენტიფიცირებული იქნა რამდენიმე ამომრჩეველი,რომელიც არ იყო რეგისტრირებული მითითებულ საარჩევნო უბანზე. ასევე, გადასატანი ყუთის სიებში მყოფი ამომრჩევლები არ იყვნენ მონიშნული სამაგიდო სიებში,99 -ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა ხმა მისცა მაჟორიტარ კანდიდატს. თითქმის ყველა საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე "ქართული ოცნების" მხრიდან ფიქსირდება ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ადგილობრივი კრიმინალების ერთობლივი ზეწოლა ამომრჩევლებზე",  - განაცხადა მერობის კანდიდატმა. 

გრიგოლ ვაშაძემ ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.

12:00 საათისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში  საკუთარი არჩევანი 20 807 ადამიანმა  დააფიქსირა,  რაც საერთო ამომრჩევლის 13.67 პროცენტია.

ქუთაისში სულ 124 საარჩევნო უბანია, სადაც 152 561 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

Print