ახალი ამბები
როგორ გამოიყურებიან მოძალადეები - გამოფენა ქუთაისში (ფოტო)
FaceBook
"გამოვსახე ადამიანი, რომელიც კონკრეტული გარემოპირობებიდან გამომდინარე იქცა მოძალადედ"


როგორ გამოიყურებიან მოძალადეები და რა აიძულებთ მათ დანაშაულის ჩადენისკენ - აღნიშნული თემატიკაზე ქუთაისში აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნახატების გამოფენა მოეწყო. გამოფენა კონკურსის "მოძალადეს სახე არტ-ხელოვნებაში" ფარგლებში გაიმართა. 
გამოფენაზე წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შესრულებული ნამუშევრები წარმოადგინეს.
კონკურსში მონაწილე სტუდენტების თქმით, ძალადობის ფაქტის არსებობის დროს, საზოგადოების მხრიდან, ძირითადად აქცენტი მსხვერპლზე კეთდება და არ ხდება ფაქტის სრული ანალიზი, თუ რამ გამოიწვია დანაშაული.
"არ გავა დღე ისე, რომ მსოფლიოში არ დაფიქსირდეს ძალადობის ფაქტი, რაც სამწუხაროა. საინტერესოა, თუ რა აიძულებს ადამიანს გახდეს მოძალადე და რას მიჰყავს ის დანაშაულამდე. სწორედ ამ მოტივით, გამოვსახე ადამიანი, რომელიც კონკრეტული გარემოპირობებიდან გამომდინარე იქცა მოძალადედ. ძალადობის ფაქტები რომ აღარ მოხდეს ვფიქრობ, ეს  თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაა,"- ამბობს კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი სტუდენტი.
კონკურსი სახელწოდებით "მოძალადეს სახე არტ-ხელოვნებაში" წერეთლის უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკის ორგანიზებით გაიმართა.
გამოფენა-კონკურში ორი გამარჯვებული სტუდენტი: ლელა ავლახაშვილი და თამარ ლაბაძე გამოვლინდა.
კონკურსში გამარჯვებულებს, სუბსიდირებული ვაუჩერები გადაეცემათ, რომლის საფუძველზეც სტუდენტებს სწავლის საფასური ჩამოაკლდებათ.

KutaisiPost

ფოტო ნახეთ სრულად:

ქუთაისიპოსტი
Print