ახალი ამბები
ქუთაისის N65-ე უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენი კონვერტის გარეშე ჩააგდო
FaceBook
ქუთაისის N 65-ე საარჩევნო უბანზე პირველმა ამომრჩეველმა ბიულეტენი კონვერტის გარეშე ჩააგდო. კომისიის თავმჯდომარის, მზია ცნობილაძის თქმით, კომისიის წევრებმა ამომრჩეველს მიუთითეს,  რომ ბიულეტენი კონვერტში მოეთავსებია, თუმცა, მან  შენიშვნა არ გაითვალისწინა.

"ვუთხარით, მაგრამ მაინც კონვერტის გარეშე ჩააგდო. თან ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა",-ამბობს  N 65-ე საუბნო კომისიის თავმჯდომარე, მზია ცნობილაძე.

მომხდარ ფაქტზე უბანზე საჩივარი არ დაწერილა.

N 65 უბანზე 1486 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 

ქუთაისში  სულ 124 საარჩევნო უბანია, სადაც 152 561 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

Print