ახალი ამბები
ქუთაისის N 64-ე უბანზე 5 ბიულეტენი გაბათილდა
FaceBook
ქუთაისის N 64-ე უბანზე ამომრჩეველმა საარჩევნო ყუთში ბიულეტენი საკონტროლო ფურცლის ჩაგდებამდე მოათავსა.

კომისიის წევრებმა საკონტროლო ფურცელი სწორედ ამის შემდეგ ჩააგდეს, თუმცა, ფურცელს შევსების დრო არ ჰქონდა მითითებული. ამის შემდეგ ყუთში კიდევ 4 ამომრჩევლის ბიულეტენი მოხვდა.

მომხდარ ფაქტზე უბანზე სამი საჩივარი დაიწერა. ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე საჩივარი "საიას", "სამართლიანი არჩევნების" და "ინსტიტუციური განვითარების ცენტრის" წარმომადგენლებმა დაწერეს.

N 64-ე უბანის თავმჯდომარის, ინგა კვესაძის განცხადებით, მომხდარი შემთხვევითობას უკავშირდებოდა.

მომხდარის შესახებ ინგა კვესაძემ საოქლო საარჩევნო კომისიის წევრებს აცნობა. ადგილზე მოსული კომისიის წევრებმა ხმის პროცესი შეწყვიტეს, ყუთი გახსნეს, 5-ივე ბიულეტენი საკონტროლო ფურცელთან ერთად დალუქეს და ბათილად ცნეს.

N 64-ე უბანზე ხმის მიცემა მხოლოდ ამის შემდეგ განახლდა.

Print
თეგები: #არჩევნები 2017