ახალი ამბები
"ხმა მივეცი გულწრფელ ბრძოლას ქუთაისისთვის" - გოგი წულაია
FaceBook
"თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატმა გოგი წულაიამ საკუთარი არჩევანი 76-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. მერობის კანდიდატი უბანზე შვილებთან ერთად მივიდა. მერობის კანდიდატის თქმით, მან ხმა ქუთაისისათვის გულწრფელ ბრძოლას მისცა.
"ხმა მივეცი გულწრფელ ბრძოლას ქუთაისისათვის.ჩვენ ყველანი შევძლებთ ამ ქალაქის გადარჩენას. ამ ქალაქისათვის ღირსების დაბრუნებას" - გოგი წულაიამ არჩევანი დააფიქსირა.

საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირეს "ქართული ოცნების",  " ნაციონალური მოძრაობის" და  "ევროპული საქართელოს" ქუთაისის მერობის კანდიდატებმაც. 

ქუთაისში, სულ 124 საარჩევნო უბანია. სადაც,  152 561 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
Print