ახალი ამბები
ქუთაისის N40 უბანზე მარკირებაგავლილი ამომრჩეველი მივიდა
FaceBook
დარღვევა დაფიქსირდა ქუთაისის N40 საარჩევნო უბანზე, სადაც უკვე მარკირებაგავლილი ამომრჩეველი მივიდა. როგორც გაირკვა, ამომრჩეველს მარკირება მხოლოდ ამომრჩევლის ბარათის საფუძველზე, N41 საარჩევნო უბანზე გაუკეთეს, თუმცა ამომრჩეველი მოცემულ უბანზე საარჩევნო სიაში არ აღმოჩნდა. იმ უბანზე კი, სადაც მას ხმა უნდა მიეცა, არ შეუშვას.

დარღვევასთან დაკავშირებით საჩივარი არასამთავრობო ორგანიზაცია "ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრმა" საჩივარი უკვე დაწერა.  ამ დროისთვის ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში 6 საჩივარია შესული. 

ქუთაისში სულ 124 საარჩევნო უბანია, სადაც 152 561 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

Print