ახალი ამბები
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში 6 საჩივარი შევიდა
FaceBook
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის სულ 6 საჩივარია შესული. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილი ინფომაციით, საჩივრები პროცედურულ დარღვევებს  ეხება.


" ორი ტექნიკურ ხარვეზს ეხება, სამი საკონტროლო ფურცლის შევსებისას დაშვებულ შეცდომას და ერთი დარღვევა ის არის, რომ რეგისტრატორს გადაყვა ორი ერთნაირი ბიულეტენი," - განმარტავს ქუთაისის N59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი.

ქუთაისში სულ 124 საარჩევნო უბანია, სადაც 152 561 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

Print