ახალი ამბები
ქუთაისში 12:00 საათისთვის საკუთარი არჩევანი 20 807- მა ამომრჩეველმა დააფიქსირა
FaceBook
ქუთაისის N59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის ინფორმაციით, 12:00 საათისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში  საკუთარი არჩევანი 20 807 ადამიანმა  დააფიქსირა,  რაც საერთო ამომრჩევლის 13.67 პროცენტია.

"ამომრჩევლების აქტიურობა ისევ ჩამორჩება საპარალმენტო არჩევნების ამ დროინდელ მონაცემებს", - განმარტა ავთანდილ ოსეფაიშვილმა.

ქუთაისში სულ 124 საარჩევნო უბანია, სადაც 152 561 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

Print