ახალი ამბები
ქუთაისში გადასატანი ყუთის სიის ორი ამომრჩეველი ხმის მიცემას საარჩევნო უბანზე ცდილობდა
FaceBook
ქუთაისის #77-ე საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის სიის ორი ამომრჩეველი უბანზე ცდილობდა ხმის მიცემას. ამის შესახებ ამავე უბანზე პოლიტიკური პარტია "შენების მოძრაობის" წარმომადგენელი ამბობს.
"მეზობელმა იცნო ხმის მისაცემად მოსული ორი ადამიანი, რომლებიც უბანზე ცდილობდნენ ხმის მიცემას. რის შემდეგაც,  მათ ხმის მიცემის უფლება არ მისცეს", - ამბობს ნათია გოგელაძე.

საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე, ზაურ ჭანტურია, ამბობს, რომ მას აღნიშნული ფაქტი არ დაუფიქსირებია.

ქუთაისში, სულ 124 საარჩევნო უბანია. აქედან, ერთი სპეცუბანია. სადაც,  152 561 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
Print