ახალი ამბები
"ხმა მივეცი სიღარიბის და სიღატაკის დაძლევას" - დავით გოგისვანიძე
FaceBook
საკუთარი არჩევანი,  "ევროპული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატმა დავით გოგისვანიძემ დააფიქსირა. მერობის კანდიდატი #46-ე საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა.

"ხმა მივეცი ქუთაისის ევროპულ მომავალს, ხმა მივეცი სიღარიბის და სიღატაკის დაძლევას",  - განმარტა  მერობის კანდიდატმა.

საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირეს "ქართული ოცნების" და " ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატებმაც. 


ქუთაისში, სულ 124 საარჩევნო უბანია. აქედან, ერთი სპეცუბანია. სადაც,  152 561 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
Print