ახალი ამბები
"ქუთაისში საარჩევნო უბნებზე რამდენიმე პირი, სავარაუდოდ, გაყალბებული მედია აკრედიტაციებით მივიდა" - ცესკო
FaceBook

ცესკოს სპიკერის ანა მიქელაძის თქმით, ქუთაისში საარჩევნო უბნებზე რამდენიმე პირი სავარაუდოდ გაყალბებული მედიააკრედიტაციებით მივიდა.

ამის შესახებ ანა მიქელაძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისაიში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ქუთაისის რამდენიმე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ორგანიზაცია „პრესმედიის“ 10-მდე წარმომადგენელი, აღსანიშნავია, რომ მათი აკრედიტაციები არ არის ოფიციალურად გაცემული საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, რაც სავარაუდოდ ნიშნავს, რომ მოწმობები სავარაუდოდ გაყალბებულია", -  განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის  პრესპიკერმა ანა მიქელაძემ.

მან მოუწოდა არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს თავი შეიკავონ მსგავი ქმედებებისაგან.

ქუთაისში, სულ 124 საარჩევნო უბანია. აქედან, ერთი სპეცუბანია. ქუთაისში სულ 152 561 ამომრჩეველია რეგისტრირებული.




 

Print