ახალი ამბები
ქუთაისში 10:00 საათისთვის საკუთარი არჩევანი 8 858-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა
FaceBook
ქუთაისის N59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის ინფორმაციით, 10:00 საათისთვის  ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩევნებში მონაწილეობა 8 858 ადამიანმა მიიღო, რაც საერთო ამომრჩევლის 5.81 პროცენტია.
ავთანდილ ოსეფაიშვილის განმარტებით, ეს მაჩვენებელი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დღის ამ მონაკვეთში დაფიქსირებული ამომრჩევლების აქტიურობასთან შედრებით მეტია. თუმცა, ჩამორჩება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირებულ მონაცემებს.   

ქუთაისში სულ  124 საარჩევნო უბანია, სადაც 152 561 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 

Print