ახალი ამბები
"ქუთაისს უკეთესი მომავალი ექნება" - გიორგი ჭიღვარიამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
FaceBook

"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ  №15-ე  საარჩევნო უბანში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

ის უბანზე მეუღლესთან და შვილთან ერთად მივიდა, მისი თქმით, მან არჩევანი ქუთაისის უკეთესი მომავლისთვის მისცა.

,,ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ქუთაისს უკეთესი მომავალი ექნება და ამას ჩვენ შევძლებთ", - განაცხადა ქართული ოცნების ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ.

№22 -ე საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ.

"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატის გარდა, ქალაქის პირველი პირის მანდატის მოსაპოვებლად კიდევ შვიდი კანდიდატი იბრძვის.
ქუთაისში, სულ 124 საარჩევნო უბანია. აქედან, ერთი სპეცუბანია.

ქუთაისში სულ 152 561 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

 

Print