ახალი ამბები
დარღვევად არ ითვლება - სააგიტაციო შინაარსის წარწერა საარჩევნო უბანთან (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, პირველ საჯარო სკოლაში გახსნილ N28-ე  საარჩევნო უბნის შესასვლელთან ასფალტზე "ქართული ოცნების" მხარდასაჭერი წარწერაა.
"მე ვირჩევ 41 " - ამ შინაარსის მოწოდება, საარჩევნო უბანთან, ლურჯი მარკერითაა წარწერილი.




N28-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე, ელგუჯა სულაქველიძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ამბობს, რომ ამ დრომდე არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა და კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. საარცევნო უბანში განმარტავენ, რომ  წარწერა ასფალტზე დილიდანვე იყო.

სააგიტაციო ხასიათის წარწერა, იურისტების თქმით, საარჩევნო კოდექსის მიხედვით დარღვევად არ ითვლება.

"საარჩევნო კოექსის 45 მუხლის მე 11 ნაწილის მიხედვით, კენჭისყწის დღეს, მხოლოდ კენჭისყრის შენობაი იკრძალება აგიტაცია ," - ამბობს საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე, იურისტი გიორგი სანტურიანი.

ქუთაისში, სულ 124 საარჩევნო უბანია. აქედან, ერთი სპეცუბანია. სადაც  152 561 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
Print