ახალი ამბები
ქუთაისის #88-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობი პირები სიებს ავსებენ
FaceBook
ქუთაისის #88-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ადამიანი დგას სიებს ავსებს, ისინი საარჩევნო უბანში შესულ ამომრჩევლებს აკონტროლებენ.
ვისი დავალებით  არიან ან რას ავსებენ, ისინი ჩვენთან საუბარში  მხოლოდ იმას განმარტავენ, რომ  სიები მათ არ ეკუთვნით. 

"ჩემი  არ არის დამიტოვეს", - გავითხრა ერთ-ერთმა. 


ქუთაისში, სულ 124 საარჩევნო უბანია. აქედან, ერთი სპეცუბანია. ქალაქში  152 561 ამომრჩეველია რეგისტრირებული,  აქედან 85 440 ქალი და 67 121 მამაკაცია.

ქუთაისში ქალაქის მერის მანდატისთვის 8 კანდიდატი, ხოლო 81 მაჟორიტარი იბრძოლებს.
Print